Saturday, July 23, 2011

დაკარგული მეგობარი

გახსოვს ბაღი?გახსოვს ის ბედნიერი წუთები ერთად რომ გაგვიტარებია...ბაღიდან ერთად მოვდივართ დღემდე,ერთმანეთით ვცოცხლობდით,საუკეთესო მეგობრები ვიყავით,ერთმანეთს არასდროს ვკარგავდით...სად წავიდა ის ლამაზი წუთები,სად გაფრინდა ჩვენი მეგობრობა,ქარს არ მოუტანია და ვერც მას გავატანდი,ახლა კი ჩვენ უბრალო მორიგი ამხანაგები ვართ...რატომ მოხდა ასე,რით დავიმსახურე რომ ახლა ჩემთან ურთიერთობაც აღარ გსურს,დღემდე იმ მოგონებას მივტირი,ისღა შემრჩა შენგან...გულში ვიმარხავდი იმ ტკივილს რასაც ვგრძნობდი,სული ტიროდა,გული მტკიოდა.ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი გაგიმხილე,წერილები კი ასეთი იყო:
–იცი რა მენატრება როდესაც მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით,ბავშობიდან ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიდექით,ახლა კი უბრალო ამხანაგები ვართ,რა მოხდა ასეთი დღემდე ვერ ვხვდები რამ დაშალა ის გრძნობა,უბრალოდ მინდა იცოდე რო მართლა არ ვარ ისეთი როგორიც გგონივარ,რა დავაშავე რომ ასე შეგძულდი,არ გთხოვ ისევ ისეთები ვიყოთ თქო და შეიძლება ეს ვერც მოვახერხოთ,მე მხოლოდ ამის თქმა მინდოდა,მინდა იცოდე რომ გული მწყდება ყველაფერზე,სულ ეს იყო...იმედია გამიგებ
–მე არ ვიცი ანი რა მოხდა და რატო გავხდით ესე...უბრალოდ ვიცი რომ ისეთი მეგობრები ვეღარ ვიქნებით როგორებიც ვიყავით....ისე მეც მენატრება ეგ დრო
–კარგი,ხომ გითხარი არაფერს არ გთხოვ თქო
–კარგი თორე ეხლა ვიტირებ
–მე...ვიცი ეს თავის შეცოდება გამოვა მაგრამ ეხლა მართლა ვტირივარ.ბავშობაში ყოველთვის მინდოდა და სულ იმაზე ვოცნებობდი,რომ საუკესო მეგობრეთები ვიქნებოდით ცხოვრების ბოლომდე,მაგრამ ეს მხოლოდ ბავშვურ ოცნებად დარჩა და მეტი არაფერი,გაფრინდა...მგონი არ უნდა მეთქვა არაფერი,მაგრამ მაინც არ ვნანობ
–აუ ანი,აღარაფერი აღარ თქვა თორემ რაღაც მომივა...არაფერი სანანებელი არ გაქვს...კარგია რომ მითხარი...–იცი ამ დროს მივხვდი რომ ჩემდამი ნდობა ბოლომდე დაკარგული გქონდა და აღარ გინდოდა არაფრის გაგრძელება
–ალბათ ძნელია თვალი გაუსწორო რეალობას
–კი ძნელია მაგრამ ჯობია

და ამით მორჩა ამაზე საუბარი,აღარ დავუბრუნდებოდით ამ თემას არასოდეს,გული მტკივა,მინდოდა ყველაფერი გამემხილა შენთვის და ასეც გავაკეთე,მაგრამ მერე რა ამაოდ,თუმცა სიმართლე რომ გითხრა არც მოველოდი არაფერს...
ახლა შენი ადგილი სხვამ დაიკავა,მყავს საუკეთესო მეგობარი,მაგრამ შენ ვერავინ შეგცვლის,შენ შენ ხარ,რა მომწონდა შენში ვერ გეტყვი რადგან ეგ ჩემთვისაც იდუმალია დღემდე...
მოკლედ არ ვიცი რა მინდა,მინდოდა ან მენდომება,რაც მინდოდა გავაკეთე და არც ვიცი რატომ,ცრემლები კი ისევ არ წყდება,დრო მიდის და ადამიანებსაც ვკარგავთ ასე თუ ისე,მაინც ვკარგავთ,წარსულ დროს ვეღარ დავაბრუნებთ,წავიდა და მორჩა...შენ არ გაქვს იმედი რომ ისევ ისე შეგვიძლია ყოფნა მაგრამ ხომ იცი
"არასოდეს თქვა არასოდეს"

Tuesday, July 19, 2011

ჩემი სისულელეები

alt
მეტი რაღა გითხრა,მენატრები სიკვდილამდე მენატრები ცამდე,ახლა იცინი? მოდი ჩემი თვალები გეტყვიან სიმართლეს,მოუსმინე რას გეტყვის ჩემი გული ის გულრწფელია,მერე ნეტავი შეგეძლება ისევ დასცინო მთრთოლვარე თითებს რომლებიც ცდილობენ ცრემლი შეიშრონ მაგრამ არ გამოსდით,არ გამოსდით იმიტომ რომ სევდაა იმ დიდი სიყვარულისა რომელსაც ამდენი ხანი ინახავდნენ ცრემლები...
alt
"მიყვარხარ" არ გესმის რა არის,ცდილობ გაიგო,ეგ ცდა ამაოა...ეს უნდა იგრძნო,ამას მე ვერ გეტყვი
alt
დრო ყველაფრის მკურნალიაო უთქვია გენიოსს,მე ვიცოდი გენიოსებმა სიყვარული უკეთ იციანო...
alt
ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და ვცხოვრობთ ამით,ვცხოვრობთ აწყმოთი,ერთი სიცოცხლით მხოლოდ მე და შენ...
alt
სიტყვა აღარ მყოფნის მაგრამ წერა მინდა,ცრემლი აღარ მყოფნის თუმცა ტირილი მსურს,მეტი რაღა გითხრა სევდა აღარ მინდა,შენი თავი მინდა უკვე გადამინდა...
ქალისგან გაღებული მსხვერპლი, რომელსაც ღალატით უპასუხეს
მორჩა ტირილი მორჩა დარდი
ვისაც არ ვუნდივარ აი დარდი

Monday, July 18, 2011

წერილი მას ვინც ასე მენატრება

ახლა ღამეა ვარსკვლავები ჭორფლებივით აყრია ზეცას,მთვარე იღიმება თუმცა ეს არ სურს,მაინც სევდას ვამჩნევ მასზე...ყველგან მოწყენილობაა,ღამის სიჩუმე ფანტავს სიხარულსა და ბედნიერებას,ციცინათელები ციმციმებენ და ცდილობენ რაღაცით გაამხიარულონ არემარე,თუმცა ამას ვინ შეძლებს როდესაც ჩემი გული სევდით აივსო და  მონატრების ცრემლებითღა ცოცხლობს,იმ იმედით რომ ოდესმე დაბრუნდები...
ახლა ამას გწერ,მინდა იცოდე როგორ მენატრები მინდა იცოდე როგორ გელოდები...ღამით ვარსკვლავებთან და ამაყ მთვარესთან ერთად,სიჩუმესთან და მონატრების ცრემლებთან,სევდასთან და სიყვარულთან ერთად...
ალიონზე მზესთან და ყვავილებთან ერთად,ხეების სიმღერასთან და ბულბულის გალობასთან,ისევ ჩემ სიყვარულთან ერთად,რომელიც შენ გეკუთვნის,მხოლოდ შენ და არავის სხვას...ამ ოცნებებში მზე იპარება,ჩემს გულში კი ისევ სიბნელე ისადგურებს რომელსაც სევდაც ერევა შორეულ მხარეთგან მონაქროლი...
მე რა შემიძლია...
გწერ,გწერ და ისევ გწერ მაგრამ თვითონაც ვიცი რომ ვერასოდეს შეძლებ წაიკითხო ეს,წაიკითხო და იგრძნო,ფურცელს ცრემლით ვასველებ და შენსკენ ვატან ქარს...ეს რომ წაიკითხო ჩუმად ჩაიცინებ და იტყვი
–რა სულელია...

Sunday, July 17, 2011

ანი

ნდა იყოს არაფერი
ეტავ ერთხელ კიდევ ვნახო 
სევ მოვა გაზაფხული

ედავ უკვე გავიზარდე
ღარ მინდა კუდში დევნა
ა იქნება მომავალში?
ღარ მიყვარს დამავიწყდა
ყე-ღრეა და გაუვალი   
სევ ჩენი მეგობრობა.


ამას მარტო ანი შენ მიხვდები ...........................     
პ.ს ჩემი მეგობრის დაწერილია <3 <3 <3

მეგობარი


მეგობარი ეს ხომ ერთი სულია ორ სხეულში,ბედნიერებაც მეგობარს უნდა გაუნაწილო...იგი უსიტყვოდ გიგებს,ყველას ესმის რას ლაპარაკობ,მაგრამ ნამდვილ მეგობარს ესმის რატომ სდუმხარ...გიყვარს და უყვარხარ,ეს განსხვავებულია იმ დიდი გრძნობისგან "სიყვარული",მაგრამ არც მის გარეშე არსებობს...გიტოვებს სიყვარული ცრემლს და იქ მეგობრობა აჩენს ბედნიერების ნაპერწკალს...ლამაზი სულის სიმღერა,რომელიც აგყვება როდესაც დაგავიწყდება ტექსტი...ამაზე დიდი ნუგეში არ არსებობს ამ უმოწყალო ქვეყანაზე,იგი გაძლევს სიცოცხლის აზრს უანგაროდ...მოკლედ ვამბობთ უამრავს მეგობრობაზე,მაგრამ არა იმას რისი თქმაც გვინდა,არა იმას რასაც ვგრძნობთ გულის სიღრმეში, და რა მინდოდა მეთქვა?
                                      ყველა ფიქრობდა...და იცი რაზე??? 

სანამ გაძლებდნენ ამ ქვეყნად ასე, 
უმეგობროდ და ფიქრებით სავსე... 
მეგობრობაა ცხოვრების გზაზე. 
ყველა ოცნებით ,სიკეთით სავსე, 
მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე, 
რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე.... 
მე მაინც არ მყავს მეგობარი,მეგობარი ოღონდ "ნამდვილი",ალბათ ასაკის გამო იოლად ვენდობი ადამიანებს რომლებიც მიყენებენ,უკვე ბევრი გამოვიარე და ვეღარ მომატყუებთ ასე ადვილად,ბრიყვი ვიყავი და იქნებ ვარ,მაგრამ ოდესღაც ბრიყვებიც იღვიძებენ იდუმალ სიზმრებიდან...მუდამ იმაზე ვოცნებობდი ნეტავ ნამდვილი მეგობარი მყავდეს მეთქი,მიხაროდა მეგობარი მყავს მაგრამ სულ ტყუილად,ჯერ არ მივლია იმდენი ცხოვრების მოლიპულ გზაზე,რომ მეპოვნა ის ერთი განუმეორებელი მუხის ხე,რომელიც მუდამ დგას წარბშეუხრელად,ყოველთვის შენს გვერდით და გეხმარება...მეგობრის უყოლობის გამო ყოველთვის მიყვარდა "წარმოსახვითი მეგობარი",აი მაგალითდ ის პატარაობაში ტელეფონზე რომ ველაპარაკებოდი...ოდესღც გავიზრდები და მეც მეყოლება ნამდვილი "წარმოსახვითი მეგობარი",ის ნამდვილი მეგობარი რომელსაც ეჭირება ჩემი ხელი ხელში და იგრძნობს ჩემს გულს,რომელიც იდგება ჩემთან ლხინშიც და არა მხოლოდ გასაჭირში,დამიჯერეთ არ მივალ ცამდე სანამ არ ვეტყვი ყველაფერს,სანამ არ გავუმხელ გულში შენახულ საგულდაგულოდ ჩამარხულ დარდს...

წვიმს...

–ნახე წვიმს
–ხო იცი როგორ მიყვარს
–შეხედე როგორ ეცემა ფანჯრებს წვეთები
–მცივა
–მოდი ჩაგეხუტები და გაგათბობ
–ბახ,ბუხ,ბახ,ბუხ
–ანი რას ამბობ?
–მე შენ გულის ხმას ვუსმენ და თან ვყვები
–მოსუმინე ის სიმართლეს გეტყვის
–თვალებში შემომხედე
–რას ამბობენ ისინი?
–ეს საიდუმლოა მხოლოდ ჩვენი საიდუმლო რომელსაც ვერასოდეს ვერავინ გაიგებს
–მიყვარხარ
–მე უფრო მიყვარხარ
–დღეს რა ხდება,ასე მგონია ცა ჩამოიქცევა ისეთი გრუხუნაა
–მეშინია(ანი)
–ნუ გეშინია მე აქ ვარ
–მართლა რომ ჩამოიქცეს
–მერე რა, ჩვენ ხომ ერთად ვართ
–მე,მე....
–მოდი უფრო კარგად მომეკარი და ნურაფრის გეშინია
–მაინც მეშინია
–რისი გეშინია
–შენი დაკარგვის
–მე არასოდეს დაგტოვებ
–ამას ახლა ამბობ
–მერეც ამას ვიტყვი
–ეს ფუჭი იმედია
–არა ჩემო კარგო
–რატომ გაქვს ხელები თბილი
–შენი სიყვარულით არის გამთბარი
–რატომ ხარ ასეთი
–ასეთად შენ მაქციე,შენმა სიყვარულმა შემცვალა
–ისევ წვიმს
–არ წვიმს გადაიღო
–ცა ჩამოიქცა
–არა ტყუილია
–ჩემს გულში ჩამოიქცა,ჩემს გულში ისევ წვიმს
–არ მესმის საყვარელო
–ხედავ?არ გესმის ჩემი...
–მაპატიე,ვერ გავათბე
–ხო ჩემი გული ვერ გაათბე,შენ არ გიყვარვარ,მატყუებდი
–მაპატიე
–არ შემიძლია
–მაპატიე
–წადი,თავისუფალი ხარ
–არა გთხოვ,მე შენ მიყვარხარ
–თვალებში შემომხედე,,,არა ისინი სხვას ამბობენ,თვალები არ ტყუიან
–წადი...
წავიდა......სამუდამოდ წავიდა....
 

მიყვარხარ