![]() |
წვიმიანი ღამე იყო , წვიმის წვეთები ასკდებოდა ფანჯრებს და საოცრად ბრწყინავდენ მთვარის შუქზე... დაძინება შეუძლებელი გახდა . გოგონა საწოლში იწვა და რომ ვეღარ დაიძინა , ლოგინიდან წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა , მას უყვარდა წვიმის შხაპუნი , დიდხანს უსმინა და ბოლოს ძილი მოერია , დაბრუნდა საწოლში და ჩაეძინა... დილას რომ გაიღვიძა , წვიმას გადაეღო და ცის კაბადონზე ცისარტყელა გადაჭიმულიყო... მისი შვიდი ლამაზი ფერი ყველას თვალს სჭრიდა. იდგა და უყურებდა თან უკვირდა, რატომ იყო ასეთი ლამაზი . უცებ მის ცხვირწინ ჩამოსრიალდა წვიმის წვეთი და ქვევით ფანჯრის რაფაზე დავარდა , იატაკისკენ მიდიოდა , გოგონამ შეაჩერა და წვეთი ხელის გულზე აღმოჩნდა.....
– გამარჯობა ელისაბედ . გაიგონამ ირგვლივ მიმოიხედა და გარშემო არავინ იყო
– სად იყურები ელისა, შენს ხელს დახედე იქნებ ეული წვიმის წვეთი საუბრობს?
დახედა გოგონამ და გაუკვირდა , ის რომ ლაპარაკობდა და მან მისი სახელი იცოდა...
– მე ღმერთმა გამომიშვა შენთან , შენ ხომ ღმერთის არ გწამს , თუ არ გჯერა იფიქრე ....
გოგონა მისმა სიტყვებმა დაარწმუნა , რომ ის მართლა ღვთის გამოგზავნლია... ელისაბედს მოეწონა მასთან საუბარი და წვიმის წვეთი ზარდახშაში შეინახა , ყოველი დღის ბოლოს მას უყვებოდა თავის თავგადასავალს, თუმცა წვეთმა იცოდა ყველაფერი ... ერთ დღესაც როდესაც ელისას იგი ყველაზე მეტად სჭირდებოდა გაუჩინარდა და აღარ დაბრუნებულა ................
მაშინ გამოიღვიძა ელისაბედმა , ირწმუნა ღმერთი და მეგობარი ....... დასრულდა პატარა ლამაზი გოგონას ზღაპარი , ეს ყველაფერი გამოგონილი იყო თქვენთვის ვისაც მეგობარი არ ყავს ...ყველამ მინდა იცოდეს რა არის მეგობარი როდესაც მხარში გიდგას,რას ნიშნავს მისი სიტყვები,მაგრამ ეს ვერ დაგარწმუნებთ თქვენთვითონ უნდა შეეცადოთ,გაიგე რა არის სიცოცხლე,რისთვის ღირს მხოლოდ ერთი უბრალო წამი მეგობართან...
ვთქვი გამოგონილია თქო და მაინც მაფიქრებს რატომ მაინცდამაინც "ელისაბედი" ეს სახელი ძალიან მოსწონს ერთ ადამიანს რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და როცა ეს გავიგე მეც მომწონა """ელისაბედი""" მიყვარხარ თამთ
No comments:
Post a Comment