Saturday, July 16, 2011

დაკარგული ადამიანები თუ ადამიანი


გადავწყვიტე დამეწერა თემა დაკარგული ადამიანები თუ ადამიანი, რა თქმა უნდა ადამიანები, მაგრამ რატომ ხდება , რომ როდესაც ასეთ თემას შევეხებით პირველი იმ წუთში მახსენდება ერთი ადამიანი , ბიძაჩემი იგი ორი წლის წინ გარდაიცვალა , ჩემს თავს ვეკითხები რატომ არ მახსოვს ბებია, დიდი ბებია , ამის ახსნა მხოლოდ ერთი რამით შემიძლია ის , რომ მოკვდა პატარა ვიყავი... მახსოვს კი ,ბებიას დაჭმუჭნული სახე და მისი მოკლე თმები... თუმცა ბევრი არაფერი , ბევრჯერ მიფიქრია , რომ ის თვალს მადევნებს და ყოველ ჩემს გადადგმულ ნაბიჯს ხედავს მეშინია რომ რამეს ვაშავებ მის მიმართ და რომ ცუდს ჩავდივარ და მის ხსოვნას პატივს არ ვცემ ,,, რომ მეკითხებიან ნანული ბებია თუ გახსოვსო კი თქო ვპასუხობ ,, არა და დარწმუნებულიც არ ვარ,,, ნამდვილად მახსოვს თუ მხოლოდ სვხისი მონაყოლი წარმომიდგება თვალწინ??? ამაზე ვერავინ მიპასუხებს???შემდეგ მერევა ცხადია თუ სიზმარი , ზოგი რამე დღესაც ვერ გამირკვევია... თავგზაარეული ვარ და ვერსად ვპოულობ ბილიკს რომ გამოვაღწიო ამ გაურკვევლობიდან ... ერთი რამე ნამდვილად მახსოვს ბებია ბაბუასთან და ყურს უჩიჩქნის მის გვერდით ტახტზე , მრცხვენია მაგრამ ბევრი არაფერი ..........................

შაკო ბიძია ორი წლის წინ გარდაიცვალა... მახსოვს ის რაზეც ახლა ბევრჯერ იცინიან, სოფელში ტახტზე ბიძია , მე მის მუხლზე და მეკითხება : ახლა მითხარი რომელი უფრო გიყვარს შაკო ბიძია თუ გენადიი? როგორც ყოველთვის ჩემი პასუხია : ორივე 
ის ისევ მეკითხება : მაინც რომელი უფრო გიყვარს , უფრო ძაან ძაან?
ბოლოს ვუთხარი : გენადი ბიძიას არ უთხრა , გენადი უფრო მიყვარს თქო 
ამაზე ბევრჯერ იცინოდა , მე კი დღემდე ვნანობ იმ სიტყვებს და ვფიქრობ, რომ მას გული ეტკინა და ვაწყენინე...... ბევრმა დრომ განვლო და ბიძიამ რაღაცაზე თავი დაარტყა , საავადმყოფოში წაიყვანეს, ერთ ღამეს იქ მივედით , ჩემს მამიდაშვილს თამთას ვთხოვდი ჩემთან წამოსულიყო , მაშინ ვერ ვხვდებოდი მის მდგომარეობას.... ერთ დღესაც მამიკო შემოვიდა ოთახში , კარი მე გავუღე , მისმა შეწუხებულმა სახემ შემეშფოთა და ვკითხე რა ხდებოდა მან კი მიპასუხა : შაკო ბიძია მოკვდაო.
ამის მერე ბევრი რამე შეიცვალა , როდესაც ჩვენს სახლში რაიმე ლხინია, ოთახში შევიხედავ ხოლმე ყველა თუ არის თქო გამახსენდება და გამოვბრუნდები ..... მახსოვს ბიძიას დიდი ღიპი ბევრჯერ მივარტყავდი ხოლმე ხელს და როდესაც ეცინებოდა ზევითა ტუჩი ებრიცებოდა...... 
ვერ ვხვდები რა ხდებააა ,,,,არ ვიცი,,,,, ვერ ვიჯერებ,,,,,ვერავინ იჯერებს,,,,,,მაგრამ ალბათ ოდესმე მაინც მოხდებოდა,,,,,,,, ცხადიაა თუ სიზმარიიიი???????

No comments:

Post a Comment