
როგორც იცით ჩატარდა კონკურსი "მე მიყვარს ჩემი პოლიცია" სადაც ბავშვებს უნდა წარმოედგინათ თავიანთი თემები ამ სახელწოდებით...აქ მონაწილეობდა ჩემი ნათესავი რომელმაც პირველი ადგილი აიღო და ეს მისი თემაა.....
მიცნობდეთ,მე დათო შალიკავა ვარ,ნუგზარ შალიკავას ვაჯი.
მამა არ მახსოვს...შორეული ნატვრითა და ოცნებით ველოლიავები მის სურათს.საამაყო მამა მყავდა,სულით და ხორცით ლამაზი,გულით და სულით სპეტაკი.
მუდამ მამას დავეძებდი,ოთხო წლისამ იმ ჩარჩოს გატეხვა გადავწყვიტე,რომელშიც მამის სურათი იყო,ბაღში ყველას მამიკო აკითხავდა და მეც მინდოდა იმ ჩრჩოდან გადმოსულიყო და ბაღში წავეყვანე.
თურმე ძალიან ბედნიერები ვიყავით...სამწუხაროდ არც ზღაპრის მოყოლა ყოფილა ყოველთვის კედელი და მასზე ჩმოკიდებული მამის სურათი,სამაგიეროდ არიან,ისეთი ადამიანები,რომლებიც თავისი ბუნებიდან გამომდინარე,ისეთ გზას ირჩევენ,საიდანაც შიძლება აღარ დაბრუნდნენ,რადგან ბრძოლა ისეთი ადამინების პირისპირ უხდებათ,რომლებიც ყველას და ყველაფერს ანადგურებენ.
ამიტომ მეამაყება,რომ პოლიციელის ნუგზარ შალიკავას შვილი ვარ,ყველა პოლიციელის თვალებში მზის შუქსა და მამის აჩრდილს ვხედავ,მათი შეხედვა ძალას მმატებს,სიმაყეს მგვრის და მინდა,ძალიან მინდა,მთელი ქვეყნის გასაგონად შევძახო გულიდან ამოხეთქილი სიტყვები "მე მიყვარს ჩემი პოლიცია"
No comments:
Post a Comment