ახლა ღამეა ვარსკვლავები ჭორფლებივით აყრია ზეცას,მთვარე იღიმება თუმცა ეს არ სურს,მაინც სევდას ვამჩნევ მასზე...ყველგან მოწყენილობაა,ღამის სიჩუმე ფანტავს სიხარულსა და ბედნიერებას,ციცინათელები ციმციმებენ და ცდილობენ რაღაცით გაამხიარულონ არემარე,თუმცა ამას ვინ შეძლებს როდესაც ჩემი გული სევდით აივსო და მონატრების ცრემლებითღა ცოცხლობს,იმ იმედით რომ ოდესმე დაბრუნდები...
ახლა ამას გწერ,მინდა იცოდე როგორ მენატრები მინდა იცოდე როგორ გელოდები...ღამით ვარსკვლავებთან და ამაყ მთვარესთან ერთად,სიჩუმესთან და მონატრების ცრემლებთან,სევდასთან და სიყვარულთან ერთად...
ალიონზე მზესთან და ყვავილებთან ერთად,ხეების სიმღერასთან და ბულბულის გალობასთან,ისევ ჩემ სიყვარულთან ერთად,რომელიც შენ გეკუთვნის,მხოლოდ შენ და არავის სხვას...ამ ოცნებებში მზე იპარება,ჩემს გულში კი ისევ სიბნელე ისადგურებს რომელსაც სევდაც ერევა შორეულ მხარეთგან მონაქროლი...
მე რა შემიძლია...
გწერ,გწერ და ისევ გწერ მაგრამ თვითონაც ვიცი რომ ვერასოდეს შეძლებ წაიკითხო ეს,წაიკითხო და იგრძნო,ფურცელს ცრემლით ვასველებ და შენსკენ ვატან ქარს...ეს რომ წაიკითხო ჩუმად ჩაიცინებ და იტყვი
–რა სულელია...
No comments:
Post a Comment