არავის სჯერა ჩემი
არავინ მისმენს მე
და კარგავს ადამიანებს
უგულო,სალი კლდე
ღმერთო რამდენი ბოროტი
დადის ამ ქვეყნის ზედ
უგულო ჭორებს ამბობენ
რაც არ მეკუთნის მე
და სხვებიც მას აჰყვებიან
გვერდით მაგდებენ მე
მაგრამ მაინცა უფალო
მადლობელი ვარ მე
ლამაზი,სპეტაკი სული
მუდამ ჩემს გვერდით არს
და მიცავს ბოროტებისგან
რომელიც წილად მხვდა...
No comments:
Post a Comment