Saturday, July 16, 2011

თოვლის მოლოდინი

დღეს პირველად მოთოვა ამ წელს, ყველა ბედნიერი იყო, დილას ადგომა თოვლისთვის მიხაროდა, ფანჯარაში გავიხედე და თოვლის ფანტელები ცვიოდნენ ძირს.... მოვიდა გარეთ გასვლის დროც მეც გავედი , ცოტა იყო დადებული, მე კი პატარა ბავშვივით მიხაროდა თოვლი და პატარა ფანტელებს ხელზე ვიჯენდი მაგრამ ისინი უცებ დნებოდნენ......გაჩერებაზე ვიდექი და ვცდილობდი ბევრი თოვლი დამეჭირა, ამ ყოფაში მოვიდა ავტობუსიც და წავედით, სკოლაში რომ მივედი ყველა გახარებული იყო,პირველი ინგლისურის გაკვეთილია მე ფანჯარასთან ახლოს ვზივარ და მთელი ორმოცდახუთი წუთი ფანჯარას მივცქეროდი , ისევ თოვდა ცოტა , მერე მომბეზრდა და ბავშვებისკენ გამოვბრუნდი... ხოლო როდესაც ისევ ფანჯარას მივუბრუნდი აღარ თოვდა და რაც იდო ისიც დამდნარიყო, ცოტა მზესაც კი გამოენათა,,, მაშინ გაგვიცრუვდა ყველას იმედი.........იმის შემდეგ ისევ ოცნებებში დავფრინავ ,,, ამას ვწერ და აღარ მახსოვს გარშემო არაფერი, ამ დროს ჩემს ფიქრებში ვიბნევი ,, აღარც ის მახსოვს რომ გაკვეთილები მოსამზადებელი მაქვს, ალბათ უნდა დავიწყო თორემ ვეღარ მოვასწრებ,,, მე ამ დღის ამბავი მოგიყევით, რომელიც იმედგაცრუებით დამთავრდა, მაგრამ არ დასრულებულა მე კიდევ ველოდები თოვლს, კიდევ დამრჩა იმედი, რომ ხვალაც მოთოვს.......

No comments:

Post a Comment