ოხ,ეს სიყვარული,ეს აუტანელი გრძნობა.უცაბედად,დაუპატიჟებლად რომ მოვა და მერე თავს აღარ განებებს.აუტანელი ვთქვი არადა რა ლამაზია,რა კარგი.ხან აგატირებს,სიკვდილამდე მიგიყვანს და გტანჯავს,ხან კი მეცხრე ცაზე გგონია თავი არ გინდა ოდესმე დაკარგო ის რაც იპოვე,ის რაც შენია ახლა...ყველაფრის მიუხედავად დრო მიდის და არავის უცდის...ყველა თინეიჯერი ოცნებობს დიდ გრძნობაზე,რომელიც არასოდეს მიგატოვებს ბედის ანაბარა და იქნება შენს გვერდით სიცოცხლის ბოლომდე.ცხრა მთას გადაივლის და მაინც გეყვარება,თუმცა გავახილოთ თვალები,ასე ხომ მხოლოდ კინოებშია...ამისდამიუხედავად მაინც ვაგებთ ოცნების კოშკებს,რომელიც ოდესმე ჩამოიშლება,დაძველდება ამდენი ნალოლიავები საძირკველი და ძირფესვიანად აღმოიფხვრება...გოგონებს თავდაუვიწყებლად გვიყვარდება,მოგვწონს,ვიტანჯებით,ვაგდებთ თვალიდან დარდით დამძიმებულ ცხელ ცრემლს,ვლოცულობთ სულგანაბული მისთვის...ბიჭის მოწონება იქნებ სიყვარულიც მიდის,არც უკან იხედება ეს ხომ ძნელია მაგრამ სასიამოვნო,თან მტკივნეული...ეს ყველამ ვიცით,თუმცა ვერ ვიღვიძებთ,არც გვინდა გამოვერკვეთ დაუსრულებელი სიზმრებიდან...საკმარისია გვითხრან "მიყვარხარ",გრძნობენ ისინი ამ სიტყვის მნიშვნელობას,ერთი ლამაზი სიტყვა,აღმაგზნებელი გამოხედვა და უკვე ტყვედ ვიქცევით მისი მზერისა...ამას ვწერ თუმცა მაინც მჯერა,მაგრამ მსურს და ვფიქრობ ასე როგორც მინდა...სხვები მიმტკიცებენ გავა დრო და წავა,სხვა მოეწონება,სულ შენი ხომ არ იქნებაო?!!! არა ... ჩემი იქნება,ან არა,მაგრამ მე მაინც მეყვარება და ისევ ვიტირებ ღამის სიჩუმეში,ვარსკვლავებთან ერთად,ბალიშს ჩაბღაუჭებული მის ნაცვლად...რაც გინდათ ის მიყავით:სიყვარულს,ფიქრს,ოცნებას და წერას,ხომ ვერ დამიშლით,იმას რაც ასე მილამაზებს შავ–ბნელ ცხოვრებას .ამით მინდოდა რაღაც მეთქვა,არ მკითხოთ რა პასუხი არ მაქვს...უბრალოდ შემიყვარდა და ამას ვერაფერს უშველით, ვ ე რ ა ფ ე რ ს...
შეგიძლიათ მომაშოროთ ჩემს მზეს,მაგრამ არა მე მაინც იმას გავაკეთებ რაც მინდა,რასაც ვთვლი სწორად ანუ მეყვარება....ვიფიქრებ,ვიოცნებებ,ვიტირებ,მეყვარება...
No comments:
Post a Comment