
გახსოვს ბაღი?გახსოვს ის ბედნიერი წუთები ერთად რომ გაგვიტარებია...ბაღიდან ერთად მოვდივართ დღემდე,ერთმანეთით ვცოცხლობდით,საუკეთესო მეგობრები ვიყავით,ერთმანეთს არასდროს ვკარგავდით...სად წავიდა ის ლამაზი წუთები,სად გაფრინდა ჩვენი მეგობრობა,ქარს არ მოუტანია და ვერც მას გავატანდი,ახლა კი ჩვენ უბრალო მორიგი ამხანაგები ვართ...რატომ მოხდა ასე,რით დავიმსახურე რომ ახლა ჩემთან ურთიერთობაც აღარ გსურს,დღემდე იმ მოგონებას მივტირი,ისღა შემრჩა შენგან...გულში ვიმარხავდი იმ ტკივილს რასაც ვგრძნობდი,სული ტიროდა,გული მტკიოდა.ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ყველაფერი გაგიმხილე,წერილები კი ასეთი იყო:
–იცი რა მენატრება როდესაც მე და შენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით,ბავშობიდან ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიდექით,ახლა კი უბრალო ამხანაგები ვართ,რა მოხდა ასეთი დღემდე ვერ ვხვდები რამ დაშალა ის გრძნობა,უბრალოდ მინდა იცოდე რო მართლა არ ვარ ისეთი როგორიც გგონივარ,რა დავაშავე რომ ასე შეგძულდი,არ გთხოვ ისევ ისეთები ვიყოთ თქო და შეიძლება ეს ვერც მოვახერხოთ,მე მხოლოდ ამის თქმა მინდოდა,მინდა იცოდე რომ გული მწყდება ყველაფერზე,სულ ეს იყო...იმედია გამიგებ
–მე არ ვიცი ანი რა მოხდა და რატო გავხდით ესე...უბრალოდ ვიცი რომ ისეთი მეგობრები ვეღარ ვიქნებით როგორებიც ვიყავით....ისე მეც მენატრება ეგ დრო
–კარგი,ხომ გითხარი არაფერს არ გთხოვ თქო
–კარგი თორე ეხლა ვიტირებ
–მე...ვიცი ეს თავის შეცოდება გამოვა მაგრამ ეხლა მართლა ვტირივარ.ბავშობაში ყოველთვის მინდოდა და სულ იმაზე ვოცნებობდი,რომ საუკესო მეგობრეთები ვიქნებოდით ცხოვრების ბოლომდე,მაგრამ ეს მხოლოდ ბავშვურ ოცნებად დარჩა და მეტი არაფერი,გაფრინდა...მგონი არ უნდა მეთქვა არაფერი,მაგრამ მაინც არ ვნანობ
–აუ ანი,აღარაფერი აღარ თქვა თორემ რაღაც მომივა...არაფერი სანანებელი არ გაქვს...კარგია რომ მითხარი...–იცი ამ დროს მივხვდი რომ ჩემდამი ნდობა ბოლომდე დაკარგული გქონდა და აღარ გინდოდა არაფრის გაგრძელება
–ალბათ ძნელია თვალი გაუსწორო რეალობას
–კი ძნელია მაგრამ ჯობია
და ამით მორჩა ამაზე საუბარი,აღარ დავუბრუნდებოდით ამ თემას არასოდეს,გული მტკივა,მინდოდა ყველაფერი გამემხილა შენთვის და ასეც გავაკეთე,მაგრამ მერე რა ამაოდ,თუმცა სიმართლე რომ გითხრა არც მოველოდი არაფერს...
ახლა შენი ადგილი სხვამ დაიკავა,მყავს საუკეთესო მეგობარი,მაგრამ შენ ვერავინ შეგცვლის,შენ შენ ხარ,რა მომწონდა შენში ვერ გეტყვი რადგან ეგ ჩემთვისაც იდუმალია დღემდე...
მოკლედ არ ვიცი რა მინდა,მინდოდა ან მენდომება,რაც მინდოდა გავაკეთე და არც ვიცი რატომ,ცრემლები კი ისევ არ წყდება,დრო მიდის და ადამიანებსაც ვკარგავთ ასე თუ ისე,მაინც ვკარგავთ,წარსულ დროს ვეღარ დავაბრუნებთ,წავიდა და მორჩა...შენ არ გაქვს იმედი რომ ისევ ისე შეგვიძლია ყოფნა მაგრამ ხომ იცი
"არასოდეს თქვა არასოდეს"